„საზღვრისპირა“ სოფლების გაზიფიკაცია გრძელდება

გამოწერა
ბუნებრივი აირით სარგებლობას იძულებით გადაადგილებული 500 ოჯახი შეძლებს. სახლებში აირს მათ უფასოდ შეუყვანენ.

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე სოფლების, წითელუბნისა და ხურვალეთის გაზიფიკაციის პროცესი დასრულდა, აღნიშნულია საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაში.

ბუნებრივი აირით სარგებლობას იძულებით გადაადგილებული 500 ოჯახი შეძლებს. სახლებში აირს მათ უფასოდ შეუყვანენ.

გორის რაიონის ზემოაღნიშნული სოფლების სრული გაზიფიცირებისთვის 14 კილომეტრიანი გაზსადენი გაიყვანეს. სამშენებლო სამუშაოები „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ განახორციელა. ამჟამად გორის რაიონში ბუნებრივ აირს 33 „საზღვრისპირა“ სოფელი იღებს. 

საქართველის ხელისუფლების არაკონტროლირებად ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებთან მიმდებარე სოფლების გაზიფიკაცია 2014 წლის ივნისში დაიწყო. ხელისუფლებამ ამისთვის 19 მლნ ლარი (8,6 მლნ აშშ დოლარზე მეტი) უკვე გამოყო.

პროექტი გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის და ზუგდიდის რაიონების 58 სოფელში განხორციელდება (13 ათას 374 ოჯახისთვის). სამონტაჟო საქმიანობას კომპანია SOCAR Georgia Gas აწარმოებს.


ყველა ახალი ამბავი
0