ესპანეთში დაკავებულ მეზღვაურებს შორის ქართველებიც არიან

© photo: Sputnik / Alexey Danichev / გადასვლა მედიაბანკშიესპანეთი
ესპანეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი მეზღვაურების შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია „რუსთავი2-მა“ გაავრცელა გასულ კვირას. თურქული ხომალდის ეკიპაჟი, რომელთა შორის თურქეთისა და სირიის მოქალაქეებიც იყვნენ, 2015 წლის მაისში დააკავეს. სისხლის სამართლის საქმე 2 ტონა ჰაშიშის გადატანის ფაქტზეა აღძრული.

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ესპანეთში დაკავებული თურქული ხომალდის მეზღვაურებს შორის საქართველოს ექვსი მოქალაქეცაა. 

„ნეიტრალურ წყლებში, რომლებიც ესპანეთის ტერიტორიულ წყლებს ესაზღვრება, სიერა-ლიონეს დროშის ქვეშ მცურავი თურქული ხომალდი დააკავეს, რომელზეც ესპანელმა სამართალდამცავებმა დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩინეს“, — განუცხადეს ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში. 

ხომალდის მთელი ეკიპაჟი — 8 ადამიანი — სპეცოპერაციისას დააკავეს. 

ესპანეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელმა უკვე მოინახულა ქალაქ ვალდემოროს საპატიმროში მოთავსებული ქართველი მეზღვაურები. მათ ინტერესებს სახელმწიფო ადვოკატი იცავს. 

ქართველი მეზღვაურების შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია „რუსთავი2-მა“  გაავრცელა გასულ კვირას. თურქული ხომალდის ეკიპაჟი, რომელთა შორის თურქეთისა და სირიის მოქალაქეებიც იყვნენ, 2015 წლის მაისში დააკავეს. სისხლის სამართლის საქმე 2 ტონა ჰაშიშის გადატანის ფაქტზეა აღძრული.

ტელეკომპანიის სიუჟეტის თანახმად, ქართველი მეზღვაურების ბრალეულობა აქამდე არ დადასტურებულა. 


ყველა ახალი ამბავი
0