„პანორამა თბილისის“ მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილეთ განაჩენს 23 ივლისს გამოუტანენ

გამოწერა
ახალი პროექტი ოთხი მრავალფუნქციური კომპლექსის - სოლოლაკის მაღლობი, სოლოლაკის ბაღები, თავისუფლების მოედანი და ერეკლე II-ს მოედანი მშენებლობას ითვალისწინებს.

თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლო „პანორამა თბილისის“ პროექტის განხორციელების მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილეთ განაჩენს 23 ივლისს გამოუტანს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ადვოკატმა ნონა ქურდოვანიძემ ორშაბათს, 20 ივლისს აცნობა. 

 თბილისის საკრებულოსთან გამართული საპროტესტო აქციის 10 დაკავებულ მონაწილს ხულიგნობა ბრალდება. ამასთან, ტელეკომპანია „ტაბულას“ ფოტოგრაფს ალექსანდრე გიორგაძეს კიდევ პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა ბრალდება.

 „ამ ეტაპზე ყველა დაკავებული განთავისუფლებულია. ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას“, — განაცხადა ქურდოვანიძემ.

 თბილისის ცენტრში ახალი მშენებლობის განხორციელების იდეა მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. 

 ახალი პროექტი ოთხი მრავალფუნქციური კომპლექსის — სოლოლაკის მაღლობი, სოლოლაკის ბაღები, თავისუფლების მოედანი და ერეკლე II-ს მოედანი მშენებლობას ითვალისწინებს.  

 მისი პრეზენტაცია 2014 წლის მარტში შედგა.

 პროექტის თანახმად, ოთხი კომპლექსი ერთმანეთს საბაგირო გზებით და დახრილი შუშის  ლიფტებით დაუკავშირდება, რაც დღის ყველაზე დატვირთულ პერიოდშიც უზრუნველყოფს კომპლექსებს შორის ავტოტრანსპორტის გარეშე, სწრაფად და მოხერხებულად, გარეთ გაუსვლელად გადაადგილებას. გარდა ამისა იგეგმაბე მიწისქვეშა ავტოსადგომების მშენებლობა 1800 ავტომობილზე. პროექტის ღირებულება 500 მილიონი დოლარია. 


ყველა ახალი ამბავი
0