გაგლოითი - თბილისიდან პროვოკაციას სამხრეთ ოსეთის რეაქცია მოჰვება

© photo: Sputnik / Евгений Биятов / გადასვლა მედიაბანკშიხედები ჩრდილოეთ ოსეთზე
ხედები ჩრდილოეთ ოსეთზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადმინისტრაციულ საზღვარზე სიტუაციის დაძაბვასთან დაკავშირებით, ორშაბათს, 20 ივლისს გორის რაიონის სოფელ ერგნეთში ინციდენტების თავიდან აცილებისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ჩარჩოში, მოწვეულ იქნა რიგგარეშე შეხვედრა.

თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა ხოხ გაგლოითიმ ორშაბათს, 20 ივლისს, გააფრთხილა ოფიციალური თბილისი ადმინისტრაციულ საზღვარზე პროვოკაციების მოსალოდნელი შედეგების შესახებ. 

 ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვართან სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც 10 ივნისს გორის რაიონის სოფლებთან გამოჩნდა ბანერები „სამხრეთ ოსეთი“. რამდენიმე დღის შემდეგ, აღშფოთებულმა საქართველოს მცხოვრებლებმა ამოიღეს ერთ-ერთი ბანერი და მის ადგილას საქართველოს დროშა დააყენეს. 

 „ჩვენ შევახსენეთ შეხვედრის მონაწილეებს იმის შესახებ, რაც ჩვენ თებერვლიდან მოყოლებული გვაწუხებს. მხედველობაში გვაქვს სროლა ჩვენი საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების მიმართულებით. ეს ტენდენცია იმ პროვოკაციაში გადაიზარდა, რასაც ჩვენ ბოლო 10 დღეა ვაკვირდებით. ეს შეურაცხმყოფელი და მიუღებელი ფაქტია სამხრეთ ოსეთისათვის და ბოლო ქმედებების განმეორების შემთხვევას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება“ — განაცხადა გაგლოითიმ. 

 ეს განცხადება გაგლოითიმ 20 ივლისს გორის რაიონის სოფელ ერგნეთში ინციდენტების თავიდან აცილებისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ჩარჩოში, მოწვეული რიგგარეშე შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.

 საქართველოს დროშა გორის რაიონის სოფელ ხურვალეთში ორი დღე იდგა. 16 ივლისს იგი სამხრეთ ოსეთის დეფაქტო მესაზღვრეებმა მოხსნეს და გააფრთხილეს ქართული მხარე, რომ „სასაზღვრო რეჟიმის“ დარღვევას დაკავება მოჰყვება. 


ყველა ახალი ამბავი
0