თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინიტრი ალექსანდრე ჭიკაიძე სახელმწიფო უშიშროებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილედ დაინიშნა. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ორშაბათს, 20 ივლისს იტყობინება.
ალექსანდრე ჭიკაიძემ შს მინისტრის თანამდებობა 2014 წლის დასაწყისში თავისი სურვილით დატოვა. ეს გადაწყვეტილება მინისტრმა მას მერე მიიღო, რაც მისი მისამართით გაისმა ბრალდებები გახმაურებულ მკვლელობაში მონაწილე შსს-ს თანამშრომელთა მფარველობის შესახებ.
ამიერიდან შსს-ს ექს-მინისტრი შიდა უსფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვით დაკავდება. იგი მინისტრის თანამდებობაზე 2013 წლის ნოემბრიდან 2014 წლის იანვრამდე იმყოფებოდა.
ახალგაზრდების — ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობა 2006 წლის მაისში მოხდა, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში. ეს გახდა ერთ-ერთი ხმაურიანი საქმე, რომლის გამოძიებაც ხელისუფლების ცვლილების შემდგომ განახლდა.
ახალმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ვაზაგაშვილისა და ხუბულოვის დაკავების მიზნით განხორციელებული სპეცოპერაცია უკანონო იყო და ისინი შსს-ს მაღალჩინოსნის დაკვეთით მოკლეს, ხოლო ნივთმტკიცებები ფალსიფიცირებული იყო.