მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ირანში წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვი ოცდაათამდე გაიზარდა

© photo: Sputnik / Андрей Стенин / გადასვლა მედიაბანკშიირანი
ირანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე 11 დაღუპულის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია.

თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. თავსხმა წვიმებისგან გამოწვეულმა წყალდიდობამ ირანის ჩრდილოეთით, მთიან რაიონებში 28 ადამიანი იმსხვერპლა, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ სააგენტო „Trend"-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

მანამდე 11 დაღუპულის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია. 

ალბორზის პროვინციაში, თეირანიდან ჩრდილოეთით მიმავალი ხალხმრავალი ჩალუსის გზატკეცილი წყალმა დაფარა, რის შედეგადაც დაახლოებით რვა ადამიანი დაიღუპა, ათი — დაშავდა, ხოლო 12 — უგზოუკვლოდ დაიკარგა. ამის შესახებ სააგენტო წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ირანის განყოფილების წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყება. სტიქიამ ასევე დააზიანა 40-ზე მეტი ავტომობილი. წყალდიდობის დროს ირანის ბევრი მოქალაქე ჩრდილოეთიდან უქმეების შემდეგ ბრუნდებოდა.

წყალდიდობამ 20 ადამიანი თეირანის ჩრდილო-დასავლეთით, დასახლებულ პუნქტში — იმამზადე-დავუდშიც (Emamzadeh Davood) იმსხვერპლა, იუწყება სააგენტო ადგილობრივი ტელეარხის ინფორმაციაზე დაყრდნობით. წვიმით გამოწვეულმა მეწყერმა გზატკეცილი მთლიანად ჩახერგა. ამჟამად იქ დაახლოებით 2,5 ათასი მანქანაა გაჩერებული.

ირანის ჩრდილოეთ ნაწილს კოკისპირული წვიმა კვირას საღამოს დაატყდა თავს. ხელისუფლება აღნიშნავს, რომ სტიქიის გაგრძელების შედეგად თეირანის, ალბროზისა და კაზვინის პროვინცებში დაღუპულთა რიცხვი შეიძლება გაიზარდოს. რეგიონში სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0