მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სირიის ქალაქ ქობანში აფეთქება მოხდა

© photo: Sputnik / Дмитрий Виноградов / გადასვლა მედიაბანკშისირია
სირია - Sputnik საქართველო
გამოწერა
წყაროს ინფორმაციით, ავტომობილი სახალხო თავდაცვის რაზმების საგუშაგოსა და სკოლასთან ახლოს აფეთქდა. წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია ორი ადამიანი.

თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. სირიის ქალაქ ქობანში, თურქეთის ქალაქ სურუჩთან ახლოს, სადაც ორშაბათს მომხდარ ტერაქტს 27 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ასაფეთქებელი ნივთიერებით სავსე ავტომანქანა აფეთქდა, განუცხადა სააგენტო DPA-ს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა ინდრის ნასანმა. 

წყაროს ინფორმაციით, ავტომობილი სახალხო თავდაცვის რაზმების საგუშაგოსა და სკოლასთან ახლოს აფეთქდა. წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია ორი ადამიანი, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.

მანამდე, თურქეთის შანლიურფას პროვინციის ქალაქ სურუჩში თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალაქის კულტურული ცენტრის წინ კასეტური ბომბი ააფეთქა. ქვეყნის შსს-ს ინფორმაციით, აფეთქებისას 27 ადამიანი დაიღუპა, დაახლოებით 100 კი დაიჭრა.


ყველა ახალი ამბავი
0