სამხრეთ ოსეთი საქართველოს დროშის მტკიცებულებად გამოყენებას აპირებს

© photo: Sputnik / Grigoriy Sisoev / გადასვლა მედიაბანკშისაქართველოს დროშა
საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვართან ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც 10 ივლისს გორის რაიონის სოფლებთან ბანერები წარწერით ”სამხრეთ ოსეთი” დაამონტაჟეს. რამდენიმე დღის შემდეგ საქართველოს მოქალაქეებმა აღნიშნული ბანერი ჩამოხსნეს და მის ნაცვლად საქართველოს დროშა აღმართეს.

თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. ცხინვალის რეგიონის (სამხრეთ ოსეთი) დე–ფაქტო ხელისუფლება სისხლის სამართლის საქმეში საქართველოს დროშასაც ჩართავს, რომელიც მათი ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ადმინისტრაციულ საზღვარზე ჩამოხსნა, იუწყება სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურის წარმომადგენელი გაგლოითი ჟურნალისტებთან საუბრისას.

ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვართან ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც 10 ივლისს გორის რაიონის სოფლებთან ბანერები წარწერით ”სამხრეთ ოსეთი” დაამონტაჟეს. რამდენიმე დღის შემდეგ საქართველოს მოქალაქეებმა აღნიშნული ბანერი ჩამოხსნეს და მის ნაცვლად საქართველოს დროშა აღმართეს.

„აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.  ეს დროშა და ინციდენტის ადგილზე აღმოჩენილი შეურაცხყოფის შემცველი პროკლამაციები, საქმეში მტკიცებულების სახით შევა“, – განაცხადა გაგლოითმა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის საგანგებო შეხვედრამდე. 

ქართული მხარე იმედს გამოთქვამს, რომ სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები საქართველოს სახელმწიფო დროშას მათ უკან გადმოსცემენ.

 „რაც შეეხება საქართველოს დროშას, ვიმედოვნებთ, რომ დე–ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები  ჩვენ გადმოგვცემენ“, – აღნიშნა შსს–ს საინფორმაციო–ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შალვა ენუქიძემ.

შეხვედრაში მონაწილეობას ქართული, სამხრეთ ოსური და რუსული მხარე იღებს. მოლაპარაკებებში მონაწილეობენ ევროკავშირისა და ეუთოს წარმომადგენლებიც. მხარეებმა კონსესუსს ინციდენტების აღმოფხვრის საერთო მექანიზმის შემუშავების თაობაზე 2009 წლის 17–18 თებერვალს ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდზე მიაღწიეს.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. საქართველომ ამ ფაქტის საპასუხოდ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.

 

ყველა ახალი ამბავი
0