მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მარია გაიდარი: უკრაინას რუსეთი ეომება

© photo: Sputnik / Стрингер / გადასვლა მედიაბანკშიმარია გაიდარი
მარია გაიდარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსი ეკონომისტისა და პოლიტიკოსის ეგორ გაიდარის ქალიშვილმა მარიამ ასევე განაცხადა, რომ უკრაინის კონფლიქტი ცივილიზაციურ ხასიათს ატარებს.

თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. რუსი ეკონომისტისა და პოლიტიკოსის ეგორ გაიდარის ქალიშვილი მარია, რომელიც ოდესის ოლქის გუბერნატორის მოადგილეობას აპირებს, მიიჩნევს, რომ უკრაინას რუსეთი ეომება, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“. 

უკრაინულმა მედიამ 17 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოდესის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის მეთაურმა მიხეილ სააკაშვილმა თავის მოადგილედ მარია გაიდარის დანიშვნა გადაწყვიტა, რომელიც ადმინისტრაციაში სოციალურ სფეროზე იქნება პასუხისმგებელი. გაიდარმა დაადასტურა, რომ უკრაინის მოქალაქეობის მიღებას აპირებს და შეთავაზებულ თანამდებობას დათანხმდა.

გასულ უქმეებზე, ბიზნესმენებთან შეხვედრაზე გაიდარმა ერთ-ერთ ჟურნალისტს ინტერვიუ მისცა, სადაც თავისი მომავალი მოვალეობების შესახებ ისაუბრა. ახალგამომცხვარმა პოლიტიკოსმა რამდენჯერმე აარიდა თავი კითხვაზე პასუხს თუ ვისთან ომობს უკრაინა.

 „რუსეთი ეომება უკრაინას, მიდის ომი, არიან დაღუპულები, არიან დევნილები, არის მოლაპარაკებები, სადაც რუსეთი მონაწილეობს და იმაზე საუბრობს, რომ შეიარაღების გაყვანაა საჭირო. ამიტომ ის, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ომია, ეს ფაქტია. აქ არანაირი კითხვის ნიშანი არ არის, არანაირი დისკუსია არ არის, ეს აბსოლუტურად აშკარაა“, — განაცხადა გაიდარმა ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე.

„ახლა მინდა აქ ვიყო იმიტომ, რომ სიმართლე აქაა, ეს ფასეულობების არჩევანია და ეს უკრაინასა და რუსეთს შორის უბრალოდ ლოკალური კონფლიქტი არაა, ესაა ფასეული, ცივილიზავიური კონფლიქტი თავისუფლებას, დემოკრატიას, პატიოსნებას, ნორმალურ ბიზნესს შორის… ამ შემთხვევაში მინდა აქ ვიყო, დახმარება მინდა“, — განაცხადა მან.

გაიდარის გადაწყვეტილებამ რუსეთში მკვეთრი კრიტიკა გამოიწვია. კიროვის ოლქის გუბერნატორმა ნიკიტა ბელიხმა, რომლის მოადგილედაც გაიდარი რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა, განაცხადა, რომ ყოფილი ხელქვეითის გადაწყვეტილება დაპირისპირებაა არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ რუსეთის ყველა მოქალაქის წინააღმდეგ.

რუსეთის ფედერაციის ადამიანის უფლებათა მთავარმა დამცველმა ელა პანფილოვამ განაცხადა, რომ აპირებს კომისიის სხდომის მოწვევას საპრეზიდენტო გრანტების გამოყოფის თაობაზე და წინადადებით გამოდის, გაიდარის ფონდისთვის გამოყოფილი გრანტი გაიყინოს. პამფილოვა მიიჩნევს, რომ გამოყოფილი თანხა იმ ორგანიზაციებზე უნდა გადანაწილდეს, რომლებიც რუსეთის მოქალაქეების უფლებებს იცავენ რუსეთში და „არ უნდა დავუტოვოთ მას, ვინც ქვეყნის გარეთ საეჭვო პოლიტიკური ავანტიურის გამო თავისი თანამებრძოლები ფონდში მიატოვა“. ომბუდსმენი ვარაუდობს, რომ „დიდი წინაპრები (გაიდარის) ამ ნაბიჯს შეაფასებდნენ როგორც არა მხოლოდ  „გაუმაძღარი“პოლიტიკური უპრინციპობის გამოვლინებას, არამედ როგორც უზარმაზარ სისულელეს“.

უკრაინის საკონსტიტუციო რეფორმა დეცენტრალიზაციის ნაწილში 12 თებერვლის მინსკის ხელშეკრულებებით არის გათვალისწინებული. შესწორებებმა უნდა გაითვალისწინოს „დონეცკის და ლუგანსკის ოლქების ცალკეული რაიონების“ განსაკუთრებულობები, რომლებიც „ამ რაიონების წარმომადგენლებთან იქნება შეთანხებული“. დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ხელისუფლებებმა რეფორმასთან დაკავშირებული საკუთარი წინადადებები არაერთხელ გააგზავნეს, მაგრამ პასუხი არ მიუღიათ.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0