საქართველოს კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის შემსწავლელი ცენტრი „კოლხეთის ვარდი“ უკვე ორი წელია მუშაობს მითიური კოლხეთის ისტორიისა და ტრადიციების მსოფლიო კულტურულ ელიტაში პოპულარიზაციისათვის მისდამი ინტერესის გასაზრდელად. მისი მიმდინარე საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს „რია ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე.
კოლხეთი — წინარექართული სახელმწიფო თანამედროვე საქართველოს დასავლეთში ჩამოყალიბდა. ცენტრ „კოლხეთის ვარდის“ დამფუძნებელი გახლავთ ფილოსოფოსი ელენ დორისი, რომელიც 80-იანი წლების დასაწყისიდან ეხმარება დასავლეთ საქართველოს კულტურულ და ფინანსურ სფეროში.
თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ: თავად ელენ დორისი, საქართველოს პარლამენტის აპარატის წამყვანი სპეციალისტი, აღმოსავლეთმცოდნე, პუბლიცისტი და მთარგმნელი ქეთევან ტომარაძე და ასევე მათემატიკოსი, მათემატიკური ლინგვისტი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი და ფესტოსის დისკოს გამშიფვრელი გია კვაშილავა.