თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ, 20 ივლისს გამართულ სხდომაზე, ნარკოდანაშაულში ბრალდებულ კახი მამულაშვილს სასჯელის ზომად პატიმრობა შეუფარდა. პროდიუსერი კახი მამულაშვილი ცნობილი ქართველი მომღერლის ლელა წურწუმიას მეუღლეა.
კახა მამულაშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის ბრალდებით დააკავეს. მას პირად ჩხრეკისას კოკაინი, კანაფის ფისი და ექსტაზი აღმოაჩინა.
„წინასასამართლო სხდომა 9 სექტემბერს გაიმართება“, იუწყება სასამართლოს პრეს–სამსახური.
„მამულიჩას“ ფსევფონიმით ცნობილი კახი მამულაშვილის დაკავებას პროკურატურა მოითხოვდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულმა დანაშაული აღიარა.
მანამდე ქართველმა მომღერალმა ლელა წურწუმიამ უარყო მედიით გავრცელებული მეუღლის დაკავების ფაქტი. მისი სიტყვებით „მამულიჩა“ გერმანიაში იმყოფება“.