მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

საბერძნეთის ბანკები სამკვირიანი „არდადეგების“ შემდეგ გაიხსნა

© photo: Sputnik / Павел Онойко / გადასვლა მედიაბანკშისაბერძნეთი
საბერძნეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საბერძნეთის ბანკებმა მუშაობა 29 ივნისს, მას შემდეგ შეაჩერეს, რაც საერთაშორისო კრედიტორებთან შეთანხმების თაობაზე რეფერენდუმის ჩატარების შესახებ გახდა ცნობილი. ამ ფაქტს საბანკო ანგარიშებიდან თანხის მოხსნასთან დაკავშირებით აჟიოტაჟი მოჰყვა.

თბილისი, 20 ივლისი —Sputnik. საბერძნეთის ბანკები ორშაბათს, არასაკმარის ლიკვიდურობასთან დაკავშირებული სამკვირიანი „არდადეგების“ შემდეგ გაიხსნა. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ იუწყება.

სააგენტოს კორესპონდენტი ათენის ცენტრში რიგ საბანკო განყოფილებაში იმყოფებოდა, მისი განმარტებით, საფინანსო დაწესებულებების გახსნასთან დაკავშირებით არანაირი აჟიოტაჟი არ ყოფილა. ბანკის გაყოფილებაში, საბანკო ოპერატორებთან რიგებში, საშუალოდ, 15-20 ადამიანი იმყოფებოდა.

საბერძნეთის ბანკებმა მუშაობა 29 ივნისს, მას შემდეგ შეაჩერეს, რაც საერთაშორისო კრედიტორებთან შეთანხმების თაობაზე რეფერენდუმის ჩატარების შესახებ გამოცხადდა, ამას კი ანგარიშიდან თანხის მოხსნასთან დაკავშირებით აჟიოტაჟი მოჰყვა.

თავდაპირველად, ერთკვირიანი „არდადეგები“ გამოცხადდა, თუმცა ეს ვადა ოთხჯერ გაიზარდა.

ახალ კანონში ნათქვამია, რომ ბანკის კლიენტებს დღეში 60 ევროზე მეტი თანხის გატანა არ შეუძლიათ, მაგრამ თუ თანხა რამდენიმე დღის მანძილზე არ ყოფილა ანგარიშიდან მოხსნილი, შესაძლებელია ამ თანხის ერთდროულად — კვირაში 420 ევრომდე — გატანა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0