საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს, დაიწყოს რუსეთთან დიალოგი

გამოწერა
თბილისში იმედი აქვთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი რუსეთის პრეზიდენტს შეხვდება ქვეყნებს შორის არსებული პრობლემების დასარეგულირებლად.

თბილისში იმედი აქვთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი რუსეთის პრეზიდენტს შეხვდება ქვეყნებს შორის არსებული პრობლემების დასარეგულირებლად. 

„ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვართან ბოლოს განვითარებულმა მოვლენებმა შესაძლოა სერიოზულ შედეგებამდე მიგვიყვანოს“, − განაცხადა „რის ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში გამართულ პრესკონფერენციზე არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ევრაზიული არჩევანის“ ლიდერმა არჩილ ჭყოიძემ.  მან საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან დიალოგის დაუყოვნებლად დაწყებისკენ მოწოდა. 

დაძაბულობა 10 ივლისს გორის რაიონის სოფლებთან „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერების გამოჩენას მოჰყვა. რამდენიმე დღის შემდეგ ია საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებმაც ჩამოხსნეს ბანერი წარწერით „სამხრეთ ოსეთი“ და მის მაგივრად ქართული სახელმწიფო დროშა აღმართეს. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებმა მოხსნეს დროშა და გააფრთხილეს ქართული მხარე, რომ „სასაზღვრო რეჟიმის“ დამრღვევი დაპატიმრდება.  

„ჩვენ ვდგავართ საფრთხის წინაშე, რომ ხვალ ან ზეგ მცოცავმა საზღვარმა შესაძლოა საქართველოს ავტობანამდე მოაღწიოს. ეს იქნება კატასტროფა საქართველოსთვის და შეიძლება წერტილიც კი დაუსვას ჩვენს სახელმწიფოებრიობას.  ჩვენ ყოველდღიურად ვაწყდებით გაუგებრობას და არ ვიცით, რა მოხდება რეგიონში უახლოეს ხანში. გამორიცხული არ არის, რომ მალე დასავლეთი და აღმოსავლეთი საქართველო ორ ნაწილად გაყოფილი აღმოჩნდეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი აუცილებლად უნდა შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტს და განიხილოს ეს პრობლემა“, − განაცხადა ჭყოიძემ. 


ყველა ახალი ამბავი
0