ოლიმპიადა-80 მოსკოვში. კადრები არქივიდან

გამოწერა
ზაფხულის ХХII ოლიმპიური თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონია მოსკოვში 35 წლის წინ, 19 ივლისს გაიმართა.

ზაფხულის ХХII ოლიმპიური თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონია მოსკოვში 35 წლის წინ, 19 ივლისს გაიმართა. 

XXII ზაფხულის ოლიმპიადა მოსკოვში 19 ივლისიდან 3 აგვისტომდე მიმდინარეობდა. მოსკოვი ოლიმპიურ ქალაქად საერთაშორისოოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით შეირჩა 1094 წლის 23 ოქტომბერს. 1975 წელს შეიქმნა „ოლიმპიადა-80-ის“ საორგანიზაციო კომიტეტი,, რომელსაც ოლიმპიური თამაშების მომზადებისა და ჩატარების უფლება გადაეცა. 

ოლიმპიადის ემბლემად მოსკოვის კრემლის 20 კოშკიდან ერთ-ერთი, სპასის კოშკის სტილიზებული, ვარსკვლავიდან ცისკენ აზიდულხაზებიანი  გამოსახულება შეირჩა. ეს ხაზები სპორტულ ბილიკებს განასახიერებდა. კოშკის ძირში აღბეჭდილი იყო ხუთი ოლიმპიური რგოლი. 

მოსკოვის ოლიმპიური თამაშების თილისმა დათუნია საბჭოთა მხატვარმა ვიქტორ ჩიჟიკოვმა შექმნა. იმ წლებში ინტერნეტის არარსებობიდან გამომდინარე, მოქალაქეები თილისმის პრეტენდენტებს გადაცემა „ცხოველთა სამყაროში“ არჩევდნენ. ტელეგამოკითხის შედეგების მიხედვით, დათუნიამ აჯობა ლოსს, ციყვს, გედს, სიასამურს, მამალსა და დომბას. მან ასევე დაჩრდილა  ფოლკლორული პერსონაჟებიც: პეტრუშკა, მატრიოშკა და კუმზიანი კვიცი. დათუნია პირველი იყო ოლიმპიურ თილისმებს შორის, რომელმაც კოსმოსში იმოგზაურა. 1978 წლის 15 ივლისს ის კოსმონავტებთან − ვლადიმირ კოვალენკოსა და ალექსანდრ ივანჩევკოვთან ერთად გაემგზავრა კოსმოსში ხომალდ „სოიუზ-29-ით“. 


ყველა ახალი ამბავი
0