მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ჩვენც გვაქვს სათქმელი: სტორჩევოი MH17-ის დაღუპვის ანგარიშის თაობაზე

გამოწერა
როსავიაციის ხელმძღვანელის მოადგილემ ოლეგ სტორჩევოიმ მედიაინფორმაციული სააგენტოს "რასია სივოდნია" ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსული მხარე მზადაა საკუთარი მონაცემები გასული წლის ივლისში უკრაინის თავზე დაღუპული Boeing-ის შესახებ ფინალურ თეზისებს დაუპირისპიროს.

როსავიაციის მეთაურის მოადგილემ ოლეგ სტორჩევოიმ მედიაინფორმაციული სააგენტოს "რასია სივოდნია" ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსული მხარე მზადაა საკუთარი მონაცემები გასული წლის ივლისში უკრაინის თავზე დაღუპული Boeing-ის შესახებ ფინალურ თეზისებს დაუპირისპიროს.

რაკეტა, რომელმაც გასული წლის ივლისში მალაიზიის Boeing დონეცკის საბრძოლო მოქმედების ზონაში ჩამოაგდო, როსტოვის რადიოლოკატორებზე უნდა აღბეჭდილიყო, თუ ის მეამბოხეთა ტერიტორიიდან იქნებოდა გამოშვებული,  განაცხადა საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილემ ოლეგ სტორჩევოიმ მედიაინოფრმაციული სააგენტოს "რასია სივოდნია"პრეს-კონფერენციაზე.

"ზაროშჩენსკიდან რაკეტის გაშვების შემთხვევაში რადიოლოკაციური სადგურებს, მათი მუშაობისა და რაკეტის ფრენის გათვალისწინებით, შესაძლოა ვერ დაეფიქსირებინათ ვერც თავად გაშვება და ვერც რაკეტის მოძრაობა თვითმფრინავისკენ. იმ შემთხვევაში, თუ, როგორც დასავლეთი ამტკიცებს, რაკეტა გაშვებული იქნებოდა სნეჟნის რაიონიდან, მაშინ ყველა ექსპერტისა და სპეციალისტის მოსაზრებით, ის რამდენჯერმე აისახებოდა როსტოვის რადიოლოკატორზე", — განაცხადა მან.

მან ასევე შეგვახსენა, რომ რუსეთი იყო პირველი და ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც კატასტროფის შემდეგ სასწრაფოდ გამოაქვეყნა საკუთარი თანამგზავრების ავარიის ადგილის მიმართ მდებარეობის მონაცემები.

მალაიზიამ წარმოადგინა პროექტი თვითმფრინავ MH-17-ის დონეცკთან ახლოს 2014 წლის ივლისში ჩამოვარდნის საგამოძიებო საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის შესახებ. მისი განხილვის თარიღი ჯერ დაუდგენელია. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში ტრიბუნალი შქმნა გამოძიებისთვის დესტრუქციულად მიაჩნიათ.

სამგზავრო თვითმფრინავი "ბოინგ-777", რომელიც კომპანია Malaysia Airlines ეკუთვნოდა, და რომელიც ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში მიფრინავდა, გასული წლის 17 ივლისს დონეცკის ოლქში ჩამოვარდა. დაიღუპა 298 ადამიანი, რომელთაგან 193 ნიდერლანდების მოქალაქე იყო. კიევმა ლაინერის ჩამოგდებაში მეამბოხეები დაადანაშაულა, მაგრამ მათ განაცხადეს, რომ ასეთ სიმაღლეზე მყოფი საჰაერო ხომალდის ჩამოსაგდებად არანაირი საშუალება არ აქვთ. ნდერლანდების უსაფრთხოების საბჭოს საბოლოო მოხსენება ავარიის მიზეზების შესახებ 2015 წლის ოქტომბრის პირველ ნახევარში გამოქვეყნდება.

ყველა ახალი ამბავი
0