მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ცეცხლი უკვე თბილისშია

© https://www.facebook.com/TbilisiEYOFოლიმპიური ცეცხლი
ოლიმპიური ცეცხლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისელები ოლიმპიურ ცეცხლს საზეიმო კონცერტით შეეგებნენ. ცეცხლი თავისუფლების მოედანზე საკრებულოს შენობის წინ განთავსდა. 26 ივლისს კი კიდევ ერთი ესტაფეტა გაიმართება. ოლიმპიურ ცეცხლს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მიიტანენ, სადაც საერთაშორისო ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის — ”თბილისი 2015”-ის გახსნის ცერემონია გაიმართება.

თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. საქართველოს ისტორიაში პირველად, ოლიმპიური ცეცხლი საქართველოს დედაქალაქში აინთო. საერთაშორისო ოლიმპიური ახალგაზრდული ფესტივალის — „თბილისი 2015“- ის ცეცხლი საქართველოში 2 თვიანი მოგზაურობის შემდეგ პარასკევს 17 ივლისს თბილისში ჩამოვიდა.

 ოლიმპიური ცეცხლი, რომელიც ევროპის ახალგაზრდული მე-13 ოლიმპიური ფესტივალის "თბილისი 2015"-ის სიმბოლოა, საზეიმოდ 26 მაისს საბერძნეთის უძველეს ქალაქ ათენში აინთო. ანთების ცერემონია პანათენაიკოსის სტადიონზე მოხდა. ცეცხლი სპეციალური საზეიმო რიტუალის შედაგად მთავარმა ქურუმმა კატერინნა ლეჰაუმ აანთო. მან ლოცვით შესთხოვა მზის ღმერთს აპოლონს "თბილისი 2015"-ის ჩირაღდნის ასანთებად ძლიერი მზის სხივები გამოეგზავნა.

 კატერინა ლეჰაუმ მზის სხივით აანთო ოლიმპიური ცეცხლი და ის გადასცა ბერძნენ ჭოკით მხტომელს ემანოილ კარალისს, რომელმაც ესტაფეტა გადასცა ქართველ სპორტსმენს, პირველ მეჩირაღდნეს ლაშა შავდათუაშვილს. ლაშა 2012 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონია ძიუდოში. 2013 წელს ის ევროპის ჩემპიონი გახდა. ის ასევე, საქართველოს საუკეთესო სპორტსმენის ტიტულის მატარებელია. მან ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა გადასცა მეორე ქართველ მეჩირაღდნეს მარიამ ბოლქვაძეს, რომელიც უტრეხტში გამართული ოლიმპიური ფესტივალის მესამე ადგილის მატარებელია ჩოგბურთში.

 ცერემონიის დასასრულის საბერძნეთის ოლიმპიურმა კომიტეტს პრეზიდენტმა სპიროს კაპრალოსმა ცეცხლი უსაფრთხოების ლამპით გადასცა „თბილისი 2015“  თავჯდომარეს ალექსი ახვლედიანს. 

 იმავე დღეს ცეცხლი ავიაკომპანია აირზენას სპეციალური ჩარტერული რეისით ბათუმში ჩაბრძანდა. ტანვარჯიშის ფედერაციის პრეზიდენტმა რუსუდან სიხარულიძემ პირველმა მიიღო ცეცხლი საქართველოს ტერიტორიაზე და მაშტაბურმა ესტაფეტამაც სტარტი აიღო. 2 თვის განმავლობაში ცეცხლმა მოიარა 67 მუნიციპალიტეტი, რომელშიც 700 მეჩირაღდნე იღებდა მონაწილეობას. 

 დღეს, 17 ივლისს, ალექსი ახვლედიანმა ოლიმპიური ცეცხლი ევროპის მოედანზე თბილისის მერს დავით ნარმანიას გადასცა. ევროპის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა ცნობილმა ქართველმა სპორტსმენებმა და საზოგადო მოღვაწეებმა ატარეს და ბილოს, თავისუფლების მოედანზე, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა დავით ხეჩიკაშვილმა ოლიმპიური ჩირაღდანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს გადასცა. 

 თავისუფლების მოედანზე თბილისელები ოლიმპიურ ცეცხლს საზეიმო კონცერტით შეეგებნენ. ცეცხლი სპეციალურად ამისათვის გამოყოფილ ადგილზე — საკრებულოს შენობის წინ განთავსდა. 

 26 ივლისს კი კიდევ ერთი ესტაფეტა გაიმართება. ოლიმპიურ ცეცხლს თავისუფლების მოედნიდან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მიიტანენ, სადაც საერთაშორისო ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის — ”თბილისი 2015”-ის გახსნის ცერემონია გაიმართება.


ყველა ახალი ამბავი
0