იაპონიის საგარეო უწყება: საქართველოში კონფლიქტები მშვიდობიანი გზით უნდა გადაწყდეს

© photo: Sputnik / Alexander Yurev / გადასვლა მედიაბანკშიიაპონია
იაპონია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სიტუაცია ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვართან მას შემდეგ დაიძაბა, რაც 10 ივლისს, გორის რაიონის სოფლებთან ბანერები გამოჩნდა წარწერით „ სამხრეთ ოსეთი“. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტეს, ისინი რუსმა სამხედროებმა დააყენეს.

თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. იაპონია წინააღმდეგია საქართველოს საზღვრების შეცვლის ყოველგვარი მცდელობის, მაგრამ ტერიტორიული პრობლემები მშვიდობიანი გზით უნდა გადაწყდეს, — ნათქვამია იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც პარასკევს, 17 ივლისს გავრცელდა

 სიტუაცია ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვართან მას შემდეგ დაიძაბა, რაც 10 ივლისს, გორის რაიონის სოფლებთან ბანერები გამოჩნდა წარწერით „ სამხრეთ ოსეთი“. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტეს, ისინი რუსმა სამხედროებმა დააყენეს. 

 „იაპონიის თანმიმდევრული პოზიციაა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების — აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტა უნდა მოხდეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების შესაბამისად, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რაც უმნიშვნელოვანესია საქართველოსა და სრულიად სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის“, — ნათქვამია განცხადებაში.

 საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოში, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ შეწყვიტა. საქართველოს ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა, რომლებიც ხელისუფლებაში 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოვიდნენ, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელეს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების მოგვარება. 


ყველა ახალი ამბავი
0