თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. პარასკევს, 17 ივლისს, ქართულმა პოლიციამ, ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვართან მომხდარი ინციდენტის გამო, არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ზონის“ 5 წევრი დააკავა.
როგორც ადრე შსს-მ განაცხადა, ცხინვალის რეგიონის საქართველოსთან ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიას, პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, გაძლიერებულად დაიცავდნენ.
„პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის გამო, დაკავებულია 5 პირი“, — განუცხადა ჟურნალისტებს შსს-ს პრესსამსახურის თანამშრომელმა.
„თავისუფალი ზონის“ წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ ყველა დაკავებული — ონისე გერგედავა, სოსო მინდიაშვილი, ლაშა ხუსკივაძე, ვაჟა მორგოშია, გიორგი რუხაია — ორგანიზაციის წევრები არიან.
არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები, გორის რაიონის სოფელ ხურვალეთთან შეიკრიბნენ, რათა გაეპროტესტებინათ ბანერების აღმართვა წარწერით — „სამხრეთ ოსეთი“.
„ჩვენ აქ შსს-ს წარმომადგენლები დაგვხვდენენ. მათ გარკვეული პროვოკაცია მოაწყვეს“, — თქვა არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ზონას“ ერთ-ერთმა ლიდერმა კობა ხაბაზმა.