დეპუტატი: სააკაშვილის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი უნდა დაისაჯოს

© facebook.com/Margvelashviliსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბარნოვმა დამპალი ადამიანები უწოდა „ქართული ოცნების“ დამაარსებელს, ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილს და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს.

თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პასუხი უნდა აგებინოს მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს ანდრო ბარნოვს, სახელმწიფოს პირველი პირების შეურაცხყოფის გამო, — განაცხადა მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა დავით საგანელიძემ. 

 ბარნოვმა დამპალი ადამიანები უწოდა „ქართული ოცნების“ დამაარსებელს, ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილს და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს. ეს განცხადება ბარნოვმა მას შემდეგ გააკეთა, რაც 16 ივლისს, ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ გორის რაიონის სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიიდან ქართული დროშა ჩამოხსნა. 

 „ვთხოვ შს სამინისტროს, მას პასუხი მოსთხოვოს იმაზე, რომ შეურაცხყოფას აყენებს პირველ პირებს და მთლიანად ხელისუფლებას“, განაცხადა საგანელიძემ.

 საქართველოს დროშა ხურვალეთთან 14 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა აღმართეს, რომელთაც 10 ივლისს გორის რაიონის სოფლებთან ბანერის — „სამხრეთ ოსეთი“ დაყენება გააპროტესტეს.  როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტეს, ეს ბანერები რუსმა სამხედროებმა დააყენეს. 

ყველა ახალი ამბავი
0