მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ბიშკეკში ძალოვნებმა ოთხი ბოევიკი გაანადგურეს: სპეცოპერაციის კადრები

გამოწერა
ძალოვნებმა ბიშკეკის ცენტრში საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციის ოთხი ბოევიკი გაანადგურეს.

ძალოვნებმა ბიშკეკის ცენტრში საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციის ოთხი ბოევიკი გაანადგურეს.

ხუთშაბათს ბოევიკების ლიკვიდაციის კონტრტერორისტული ოპერაცია ჩატარდა. ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ოპერაცია წარმატებით დასრულდა.

ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის სპეცსამსახურის წარმომადგენელმა მანამდე განაცხადა, რომ ბოევიკებმა დაკავებისას აქტიური შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს.

მისი თქმით, ოპერაციის ჩატარებისას მოკლედ ოთხი ბოევიკი, დაიჭრა სპეცდანაყოფის ოთხი თანამშრომელი.

თვითმხილველები იუწყებიან, რომ შტურმით აღებული შენობიდან სპეცრაზმელებმა რამდენიმე ადამიანი გამოიყვანეს. შემთხვევის ადგილზე გაჩნდა ხანზარი. ხანძარმა ორსართულიანი საცხოვრებელი მოიცვა, სადაც, როგორც ჩანს, ბოევიკები იმალებოდნენ.

მშვიდობიანი მოსახლეებიდან არ დაშავებულა არავინ და არ არის მსხვერპლი, იუწყება რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის წარმომადგენელი. სპეცოპერაციის რაიონში გამორთული იყო ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი, გადაკეტილი იყო ავტოსატრანსპორტო მოძრაობაც.

ყველა ახალი ამბავი
0