რუსეთის გეოგრაფიული საოგადოების რუსმა მკვლევარებმა თათრეთში ბარენცის ზღვაში ზაპოლიარიეს რეკორდულ სიღრმეზე, 111 მეტრზე ჩაყვინთეს. იხილეთ ვიდეო, როგორ მიმდინარეობდა ჩაყვინთვა.
ბარენცის ზღვაში რეკორდულ, 111 მეტრის სიღრმეზე ყვინთვაში 3 კაციანმა გუნდმა 101 წუთში მოახერხა. წყლის ტემპერატურა 4 გრადუსს შეადგენდა. რუსი მყვინთავების მიღწევა წყალქვეშა ნაოსნობის მსოფლიო კონფედერაციის დირექტორთა საბჭოს წევრმა, ჟაკ-ივ კუსტოს გუნდის წევრმა, ბოჟანა ოსტოიიჩმა დააფიქსირა.
"ეს არის ზაპოლიარიეს აკვალანგისტების ყველაზე ღრმა ოფიციალურად დარეგისტრირებული ჩაყვინთვა", — აღნიშნა მან.
ყვინთვისას წყალქვეშა მკვლევარები ოთხ სასუნთქ აირად ნაერთს იყენებდნენ, რომლების დანიშნულება სხვადასხვა სიღრმეებზე გამოყენება იყო. აკვალანგისტების თქმით, ისინი ჟანგბადის მხოლოდ რუსულ მოწყობილობებს იყენებდნენ.
რეკორდული სიღრმის მისაღწევად გუნდი სპეციალურად შექმნილ მობილურ სადგურს იყენებდნენ, რომელიც მათ უსაფრთხო ჩაყვინთვას უზრუნველყოფდა.
რეკორდი ექსპედიციის "რუსეთის ზაპოლიარიე" ფარგლებში დამყარდა, რომელიც 2015 წლის 1 ივლისს კაზანში დაწყებული მასშტაბური პროექტის "რუსეთის 13 ზღვა" პირველი ეტაპია. აკვალანგისტებმა წყალქვეშა გაერთიანებების მდგომარეობების შესახებ მნიშვნელოვანი სამეცნიერო ინფორმაცია უკვე მოიძიეს. მათ ასევე კამჩატკის კიბორჩხალების შესახებ გამოკვლევაც ჩაატარეს.
"რუსეთის 13 ზღვა" — ეს არის მასშტაბური საექსპედიციო პროექტი, რომლის მსვლელობისასაც რუსული აღჭურვილობის გამოყენებით რუსეთის ზღვებში რეკორდულ სიღრმეებზე ჩაყვინთვა იგეგმება.