პატიმართა ჯგუფმა შიმშილობა დაიწყო

© photo: Sputnik / Andrey Stenin / გადასვლა მედიაბანკშიმსჯავრდებული
მსჯავრდებული - Sputnik საქართველო
გამოწერა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენლები უარს ამბობენ პროტესტანტ პატიმრებთან შეხვედრაზე, ვინაიდან მიაჩნიათ, რომ მათი მოთხოვნები უწყების კომპეტენციას ცდება.

თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. ქალაქ ქუთაისის #2 საპატიმროში ხუთმა მსჯავრდებულმა გამამტყუნებელ განაჩენის პროტესტის ნიშნად, შიმშილობა გამოაცხადა, განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრეს–სამსახურის წარმომადგენელმა. 

„შიმშილობის მიზეზად (პატიმრები) იმ განაჩენს ასახელებენ, რომელიც მათ სასამართლომ გამოუტანა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან“, — განაცხადა მან. 

უწყების წარმომადგენლები უარს ამბობენ პატიმრებთან შეხვედრაზე, ვინაიდან მიაჩნიათ, რომ მათი მოთხოვნები უწყების კომპეტენციას ცდება. 

ეს ადამიანები სოფელ ბანძის პოლიციის განყოფილებაში მომხდარი ინციდენტის გამო დააკავეს, აცხადებს მედია. 

სასამართლომ ისინი დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353–ე მუხლის თანახმად (წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ) ცნო და 4–დან 5 წ ლამდე პატიმრობა მიუსაჯა. 

 


ყველა ახალი ამბავი
0