ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ცეცხლი დღეს თბილისში ჩამოვა

© https://www.facebook.com/TbilisiEYOFოლიმპიური ცეცხლი
ოლიმპიური ცეცხლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
26 ივლისს კიდევ ერთი ესტაფეტა გაიმართება. ოლიმპიურ ცეცხლს თავისუფლების მოედნიდან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მიიტანენ, სადაც საერთაშორისო ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის - ”თბილისი 2015” გახსნის ცერემონია გაიმართება.

თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. საერთაშორისო ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ”თბილისი 2015” ცეცხლი თბილისში ევროპის მოედანზე პარასკევს, 20:00 საათზე ჩამოვა, განაცხადეს საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეს-სამსახურში.

ოლიმპიური ცეცხლის ჩირაღდანს სპეციალურად მოწყობილ სცენაზე თბილისის მერი დავით ნარმანია აიტანს. საზეიმო ცერემონიის შემდეგ, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ “თბილისი 2015”-ის საორგანიზაციო კომიტეტის ოფიციალური წარმომადგენლები და ასევე საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა დაიწყება, რომელიც თავისუფლების მოედანზე დასრულდება.

”თბილისი 2015”-ის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ესტაფეტაში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი სპორტული კომენტატორი ჯამლეტ ხუხაშვილი, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილი წევრი ანატოლი ბოისა, საქართველოს რაფტინგის ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქაცარავა, ძიუდოისტი, ბაქოს ოლიმპიური ევროპული თამაშების ოქროს მედალოსანი ავთანდილ ჭრიკიშვილი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და სხვა.

ესტაფეტის ბოლო მონაწილე, რომელიც ცეცხლოვან ჩირაღდანს პლატფორმაზე აიტანს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იქნება. საზეიმო ღონისძიებების შემდეგ ცეცხლი სპეციალურ სანათში მოთავსდება და თბილისის მერიის ყოფილი შენობის წინ განთავსდება. ერთი კვირის განმავლობაში ცეცხლის ნახვა და მის გვერდით ფოტოს გადაღება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

26 ივლისს კიდევ ერთი ესტაფეტა გაიმართება. ოლიმპიურ ცეცხლს თავისუფლების მოედნიდან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მიიტანენ, სადაც საერთაშორისო ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის — ”თბილისი 2015”-ის გახსნის ცერემონია გაიმართება.

 

ყველა ახალი ამბავი
0