თურქეთში დაშავებული ქართველები თავს უკეთ გრძნობენ

© photo: Sputnik112
112 - Sputnik საქართველო
გამოწერა
თურქეთში მომხარი ავტოავარიის შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქე გარდაიცვალა და ორი დაშავდა. ჰოსპიტალიზებულია თურქი მძღოლიც.

თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც რამდენიმე დღის წინ თურქეთში მომხდარ ავტოავარიაში დაშავდნენ და ქალაქ რიზეს საავადმყოფოში მოხვდნენ, უკეთ გრძნობენ თავს, განაცხადა ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა პარასკევს, 17 ივლისს. 

შიდასარეისო მიკროავტობული ხევში 15 ივილსს გადაიჩეხა. ავარიის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე ერთი ქალბატონი, ხოლო ორი დაშავდა. ჰოსპიტალიზებულია თურქი მძღოლიც.

„მამაკაცი მძიმედ იყო დაშავებული. ის კვლავ სტაციონარში რჩება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. მისი მდგომარეობა სტაბილურია“, — განაცხადა პრესისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარი ნარჩემაშვილმა. 

დაშავებულთა მკურნალობის ხარჯები თურქულმა მხარემ აიღო თავზე. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ტრაბზონში საქართველოს საკონსულოს წარმომადგენლები დაშავებულთა მკურნალ ექიმებთან მუდმივ კავშირში არიან. 


ყველა ახალი ამბავი
0