მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ქართველმა სამხედროებმა ამერიკის სახელმწიფო ჯილდოები მიიღეს

© facebook.com/mod.gov.geქართულ-ამერიკული სწავლებები
ქართულ-ამერიკული სწავლებები - Sputnik საქართველო
გამოწერა
51-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში, ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ექვსი თვის განმავლობაში მსახურობდნენ.

თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. ქართველმა სამხედროებმა აშშ-ს სახელმწიფო ჯილდოები მიიღეს იმ დამსახურებებისათვის, რაც მათ ავღანეთში სამშვიდობო მისიის მსვლელობისას გამავლინეს, იტყობინება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ხუთშაბათს, 16 ივლისს. 

 თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში აშშ-ის თავდაცვის ატაშემ, პოლკოვნიკმა მეთიუ დიმიკმა შეიარაღებული ძალების მე-5 ქვეითი ბრიგადის, 51-ე ბატალიონის 16 სამხედრო მოსამსახურეს სამხედრო მიღწევების მედლები და სპეციალური სიგელები გადასცა. ჯილდო კიდევ ერთ ჯარისკაცს ერგო, რომელიც ამჯერად ავღანეთში იმყოფება და ღონისძიებას ვერ დაესწრო. დაჯილდოების ცერემონიალზე აღინიშნა, რომ ჯარისკაცებმა ავღანეთში მშვიდობის შენარჩუნების საქმეში თავი განსაკუთრებით გამოიჩინეს.

 „ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმ ძალიან მაღალ სტატუსზე, რომელიც, ქართველმა მებრძოლებმა სისხლითა და ოფლით მოიპოვეს“, — განაცხადა გენერალური შტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ.

 51-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში, ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ექვსი თვის განმავლობაში მსახურობდნენ. მათი მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო. აღნიშნული ბატალიონი, როტაციის წესით, IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონმა სამი თვის წინ ჩაანაცვლა.

 თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა დოლიძის განცხადებით, ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობა, ერთი მხრივ, ქართული შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების ამაღლებას უწყობს ხელს, მეორე მხრივ, მნიშვნელოვან წინგადადმულ ნაბიჯს წარმოადგენს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კუთხით და მეტად ამყარებს პარტნიორულ ურთიერთობებს მეგობარი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებთან.


ყველა ახალი ამბავი
0