ქობულეთში თხილის გადამამუშავებელი საწარმო შეიქმნება

© photo: Sputnik / РИА Новости / გადასვლა მედიაბანკშითხილის გადამამუშავებელი საწარმოს პროდუქცია
თხილის გადამამუშავებელი საწარმოს პროდუქცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
კომპანია წელიწადში 5 ათას ტონამდე თხილს გადაამუშავებს და ექსპორტზე გაიტანს გერმანიაში, ავსტრიაში, ესპანეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში.

თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა დადგენილება, რომლის თანახმადაც შპს „გლობალ ტრეიდს“ პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასად  - 1 ლარად  გადაეცა არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებას წარმოადგენდა, ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იტყობინება.

 კერძოდ, „გლობალ ტრეიდს“ გადაეცემა ნაკვეთი, რომელიც მდებარეობს ქობულეთში და რომლის საბაზრო ღირებულება 208 ათას ლარს შეადგენს. 

 აღნიშნულ ნაკვეთზე კომპანია აპირებს შექმნას თხილის გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც დადგენილების გამოსვლიდან ორ წელიწადში უნდა ამუშავდეს. 

 შპს „გლობალ ტრეიდსი“ თხილის გადამამუშავებელ საწარმოში 832 ათასი ლარის ინვესტიციის დაბანდებას გეგმავს. წინასწარი გათვლებით, კომპანია წელიწადში 5 ათას ტონამდე თხილს გადაამუშავებს და ექსპორტზე გაიტანს გერმანიაში, ავსტრიაში, ესპანეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში.

 პროექტ  „აწარმოე საქართველოში“-ს ფარგლებში, 74 ბენეფიციარი უკვე სარგებლობს პროექტის კომპონენტებით — ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობა და ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა. ასევე დაიწყო შესაბამისი პროექტების რეალიზაცია.


ყველა ახალი ამბავი
0