ღარიბაშვილი: განახლებულ ციხეს მხოლოდ სააკაშვილი აკლია

© facebook.com/GaribashviliOfficialირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამჟამად ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეში ფიგურირებს და შიდასახელმწიფოებრივ ძებნაშია გამოცხადებული.

თბილისი, 16 ივლისი —Sputnik. დაბალი რისკის საპატიმრო საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება, მაგრამ საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აკლია, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქალაქ რუსთავში N16 დაბალი რისკის განახლებული პენიტენციური დაწესებულების გახსნაზე.

ამჟამად ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეში ფიგურირებს და შიდასახელმწიფოებრივ ძებნაშია გამოცხადებული.

 „წლების განმავლობაში, სწორედ აქ, ამ ციხეში ხდებოდა ადამიანების წამება, გაუპატიურება, მკვლელობა, არაადამიანური მოპყრობა. ჩვენ ვნახეთ საშინელი კადრები, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის გახდა ცნობილი. მინდა საქართველოს მთავრობის სახელით განვაცხადო, რომ ეს აღარასდროს განმეორდება. ჩვენ წერტილი დავუსვით არაადამიანურ მოპყრობას ციხეებში და პრაქტიკულად, რევოლუციური გარდაქმნა მოვახდინეთ ამ სისტემის“, –განაცხადა ღარიბაშვილმა. განახლებული ციხის გახსნაზე.

მისი თქმით, რუსთავის საპატიმროში ნაკლებად საშიში დამნაშავეები იხდიან სასჯელს, რომელთაც დაამტკიცეს, რომ გამოსწორების გზაზე დგანან. თუმცა, მისი სიტყვებით, „ციხეს ერთი ნაკლი აქვს — მას მიხეილ სააკაშვილი აკლია“.

საქართველოში საპატიმროების კლასიფიკაციის ახალი სისტემის დანერგვა დაიწყო, რომელიც უსაფრთხოების სტანდარტების ამაღლებასა და მსჯავრდებულების სარეაბილიტაციო-რესოციალიზაციის პროცესის გამყარებას უწყობს ხელს. ამის მიხედვით ოთხი სახის საპატიმრო იქნება: დაბალი რისკის სასჯელაღსრულების დაწესებულება, ნახევრადღია ტიპის, დახურული ტიპის და განსაკუთრებული რისკის. პერიოდულად (უფრო ხშირად არა, ვიდრე წელიწადში ერთხელ) ჩატარდება პატიმრის ხელახალი შეფასება. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0