თბილისი, 16 ივლისი – Sputnik. ბიშკეკის ცენტრში კონტრტერორისტული ოპერაციისას ორი ბოევიკი იქნა მოკლული, დანარჩენები შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევენ ოპერაციის მონაწილეებს, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ ყირგიზეთის ნაციონალური უსაფრთხოების პრეს–სამსახურზე დაყრდნობით.
როგორც თვითმხილველმა სააგენტოს აცნობა, ბიშკეკის ცენტრში ამ დრომდე ისმის აფეთქებისა და სროლის ხმა.
საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციის შეიარაღებული წევრების წინააღმდეგ, კონტრტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს. ამ დროისათვის ორი ბოევიკი ლიკვიდირებულია, დანარჩენები კი შეიარაღბულ წინააღმდეგობას გაწევას კვლავ აგრძელებენ“, – იტყობინება სააგენტო.