თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. ტაიფუნ „ნანკას“ მოახლოების გამო კუნძულ სიკოკუს 93 ათას მაცხოვრებელს ევაკუაციის რეკომენდაცია მიეცათ, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით.
საშტორმო გაფრთხილება ტაიფუნთან დაკავშირებით ასევე მოქმედებს კუნძულებზე: ოკინავა, კიუსიუ, სიკოკუ და ჰონსიუს დიდ ნაწილზე. გადადებულია 80–ზე მეტი ავიარეისი.
სპეციალისტები ტალღების სიმაღლის გაზრდის თაობაზეც იძლევიან გაფრთხილებას და მოსახლეობას ურჩევენ, არ გავიდნენ ზღვაში. მეტეოროლოგები არ გამორიცხავენ მეწყერის ჩამოწოლასაც, რასაც თავსხმა წვიმები გამოიწვევს.