ანომალიური სიცხის გამო, ხუთშაბათს ყირგიზეთში სამუშაო დღე ერთი საათით შეამცირეს. Sputnik-ის კორესპონდენტმა ჰაერის ტემპერატურა ბიშკეკში სხვადასხვა ადგილზე გაზომა.
ქალაქის მაცხოვრებლების შეხვედრებისათვის გამორჩეული ადგილის მახლობლად ჰაერის ტემპერატურამ 41 გრადუს სიცხეს მიაღწია. ალა-ტოოს მოედანზე ეროვნული გვარდიის ჯარისკაცები №1 პოსტს მზის გულზე დარაჯობენ, სადაც ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსზე ქვემოთ არ ეცემა, იუწყება Sputnik ყირგიზეთი.
ბიშკეკის მოსახლეობა ანომალიური სიცხისგან თავს დედაქალაქის ბულვარებისა და სკვერების ჩრდილებში აფარებენ. "ჩვენთან 25 გრადუსზე უკვე გაუსაძლისი პირობებია, ხოლო თქვენთან 40 გრადუს სიცხეში სიმშრალე და კომფორტი", — განაცხადა სტუმარმა.
სტუმარი ცივი ჰოლანდიიდან სიცხის გამო ჩივის. "Very, very hot (ძალიან, ძალიან ცხელა)", — წამოიძახა ტურისტმა.
ბავშვები სიხარულით ხტიან აუზებსა და შადრევნებში, ხოლოს ისინი, ვისაც ამის დრო არ აქვს, შადრევნებთან ახლოს დადიან, რომ სისველემ გამოაფხიზლოს. ასეთ სიცხეში უფროსებსაც არ ცხვენიათ შადრევნის შხეფებში სირბილის.
Sputnik-ის კორესპონდენტმა სამარშრუტო ტაქსითაც იმგზავრა, სადაც ჰაერის ტემპერატურა 42 გრადუსამდე გათბა.
ყირგიზეთში სამუშაო დღე ანომალიური სიცხის გამო 2 საათით შეამცირეს.
ავტომანქანების სალონებში, რომლებიც საკუთარ მფლობელებს მზის გულზე ელიან, თერმომეტრის მაჩვენებელმა თითქმის "იფეთქა", ფერადი სიპირტი 50 გრადუსის მაჩვენებელს გადაცდა.
შენობების სახურავებზე მსურველებს შეუძლიათ საყოფაცხოვრებო მიზნებით წყალი გაათბონ. ცივი წყლით სავსე სათლი ერთი საათის განმავლობაში 32 გრადუსამდე გათბა, რაც საკმაოდ კოფორტულია ჭურჭლისა და სარეცხის რეცხვისათვის.
მანამდე საგანგებო სიტუაციების სამსახური იუწყებოდა, რომ უახლოესი 2 დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა 45 გრადუსს მიაღწიოს.