მედია: სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა საქართველოს სახელმწიფო დროშა ჩამოხსნეს

© photo: Sputnikსაქართველოს დროშა
საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოფელ ხურვალეთის სიახლოვეს საქართველოს სახელმწიფო დროშა მას შემდეგ აღმართეს, რაც საპროტესტო აქციის მონაწილე ჟურნალისტებმა 14 ივლისს „სამხრეთ ოსეთის საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერი მოხსნეს და გათელეს.

თბილის, 16 ივლისი — Sputnik. სამხრეთ ოსეთის დე–ფაქტო სასაზღვრო დაცვის წარმომადგენლები საზღვრისპირა სოფელ ხურვალეთის სიახლოვეს ხუთშაბათს, 16 ივლისს გამოჩნდნენ და საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვართან აღმართული ქართული დროშა ჩამოხსნეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“. 

სოფელ ხურვალეთის სიახლოვეს საქართველოს სახელმწიფო დროშა მას შემდეგ აღმართეს, რაც საპროტესტო აქციის მონაწილე ჟურნალისტებმა 14 ივლისს „სამხრეთ ოსეთის საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერი მოხსნეს და გათელეს. ბანერი 10 ივლისს გამოჩნდა ამ ტერიტორიაზე. 

„ორშაბათს შეხვედრა გაიმართება და ამ საკითხს იქ განვხილავთ. მეტი კომენტარი არ იქნება“, — განუცხადა სამხრეთ ოსეთის დე–ფაქტო უშიშროების სამსახურის სასაზღვრო დაცვის ხელმძღვანელის მოადგილემ, პოდპოლკოვნიკმა რობერტ გაზაევმა ქართველ ჟურნალისტებს. 

ტელეკომპანიის ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა და მათმა თანმხლებმა რუსმა მესაზღვრეებმა ქართველი ჟურნალისტები გააფრთხილეს, რომ „სასაზღვრო რეჟიმის“ დარღვევას დაპატიმრება მოჰყვებოდა. 

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო–ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შალვა ენუქიძემ განუცხადა ტელეკომპანია „იმედს“ სატელეფონო ჩართვისას, ქართული მხარე მომხდართან დაკავშირებით სამხრეთ ოსეთის დე–ფაქტო ხელისუფლების შესაბამისი სამსახურებისგან პასუხს ელის. 


ყველა ახალი ამბავი
0