მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ჩიტაძე: აშშ–ში რასობრივი დისკრედიტაციის პრობლემაა

© photo: Sputnik / Наталья Селиверстова / გადასვლა მედიაბანკშივაშინგტონი
ვაშინგტონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„სპუტნიკ. მნენიას“ გამოკითხვით, ამერიკელთა 51% აფროამერიკელთა სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდას, პოლიციელთა მხრიდან აგრესიას უკავშირებს. ამასთან, რესპონდენტთა 33% თვლის, რომ პრობლემის მიზეზი ამერიკელ პოლიციელთა შორის რასისტული შეხედულებების არსებობაა.

თბილისი, 16 ივლისი – Sputnik. ქართველი ექსპერტი ნიკა ჩიტაძის განცხადებით, მიუხედავად აფროამერიკელების ამერიკულ საზოგადოებაში ინტეგრაციისა, ქვეყანაში ამ დრომდე არსებობს რასობრივი დისკრიმინაციის პრობლემა. „სპუტნიკ. მნენიას“ გამოკითხვით, ამერიკელთა 51% აფროამერიკელთა სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდას, პოლიციელთა მხრიდან აგრესიას უკავშირებს. ამასთან, რესპონდენტთა 33% თვლის, რომ პრობლემის მიზეზი ამერიკელ პოლიციელთა შორის რასისტული შეხედულებების არსებობაა.

„პრობლემა ამ დრომდე არსებობს მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში რასიზმის თემა XX საუკუნის 60–ანი წლებში თითქმის აღმოიფხვრა. შეიძლება ითქვას, რომ ხდება აფროამერიკელთა ინტეგრაციის პროცესი ამერიკულ საზოგადოებაში“, – განაცხადა ჩიტაძემ.

მისი განმარტებით, ძალადობის ფაქტებს ადგილი აქვს როგორც აფროამერიკელთა ისე ლათინოამერიკელთა წინააღმდეგ. თუმცა, ამას არ შეიძლება ეწოდოს აფროამერიკელთა წინააღმდეგ მიმართული სახელმწიფო პოლიტიკა.

 „არსებობს  პოლიციელთა მხრიდან ძალის გადამეტების  არა ერთი ფაქტი. ამერიკა დემოკრატიული ქვეყანაა და მაინც, ხელისუფლება ამ დრომდე ვერ ახერხებს სრული დემოკრატიის დამყარებას“, – აღნიშნავს ჩიტაძე.

გამოკითხვა ბრიტანულმა კომპანია ICM Research–მა ახალი ამბების სააგენტო „სპუტნიკისთვის“ ჩაატარა და მოიცავს მიმდინარე წლის 1–4 მაისის პერიოდს. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა სქესის, ასკის და გეოგრაფიული ადგილმდებარეობის 2047–მა ადამიანმა. სტატისტიკური ცდომილება +/- 3,1% –ია.

 

ყველა ახალი ამბავი
0