აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სამშაბათს დადებული ირანის ბირთვული პროგრამის შეთანხმების შეჯამებასთან დაკავშირებით თეთრ სახლში პრეს-კონფერენცია გამართა.
"რეგიონის სხვა ქვეყნები იძულებულები იქნებოდნენ გაეტარებინათ საკუთარი ბირთვული პროგრამები, რაც მსოფლიოს უფრო მეტად ცეცხლსაშიშ რეგიონებში ბირთვულ შეიარაღებაში შეჯიბრის წარმოქმნის საშიშროებას გაზრდიდა", — განაცხადა ობამამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ შეთანხმებამ ირანს ბირთვული პროგრამის ყველა გზა გადაუკეტა. ახლა ირანის ბირთვული პროგრამა მკაცრი შეზღუდვის პირობებში იქნება მრავალი წლის მანძილზე. რომ არა ეს პირობები, აშშ-ის პრეიდენტის აზრით, ირანს საშუალება ექნებოდა ბირთვული ბიმბი ჩაეგდო ხელში.
ურთულესი მოლაპარაკებები ირანის ატომურ პრობლემასთან დაკავშირებით გასულ სამშაბათს წარმატებით დასრულდა, დაწესდა მოქმედების გეგმა, რომლის შესრულება ირანკს გაეროს უსაფრთხოების საბჭოს, აშშ-ის და ევროკავშირის მხრიდან მანამდე შემოღებული ეკონომიკური და ფინანსური სანქციებისგან სრულიად ათავისუფლებს. საერთაშორისო შუამავლების"ექსვეულსა" და ირანს შორის მოლაპარაკებები 10-ზე მეტი წლის წინ დაიწყო.