ფრიდრიხ ებერტის ფონდმა "საქართველოს და გერმანიის ურთიერთობები ახალი გამოწვევბის წინაშე" საკუთარი 20 წლიანი მუშაობის აღსანიშნავად საქართველოში კონფერენცია ჩაატარა. თბილისში გაამრთულ კონფერენციაზე მონაწილეობა მიიღეს გერმანულმა დელეგაციამ და საქართველოს მთავრობის წევრებმა.
კონფერენციაზე განიხილეს როგორც საქართველოს და გერმანიის ურთიერთობა, ისე საქართველოს ევროპისა და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესი. შეხვედრის მონაწილეებს შორის დისკუსია გაიმართა.
ფრიდრიხ ებერტის ფონდი მუშაობს საქარველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში ფონდი დემოკრატიის განვითარებას, ეკონომიკური მდგრადობის გამყარებას და საქმიან ურთიერთობებს უწყობს ხელს. გარდა ამისა, ფონდის მუშაობის ძირითადი სფეროები საერთაშორისო ურთიერთობების გაუმჯობესება და ევროინტეგრაციისათვის აქტიური რეგიონალური თანამშრომლობაა.