თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. საფრანგეთში, 13-14 ივლისს, ბასტილიის აღების დღესასწაულზე 721 ავტომანქანა დაწვეს, რის გამოც 723 ადამიანია დაპატიმრებული, იუწყება სააგენტო ”ფრანს პრესი” შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით.
გასულ წელთან შედარებით, დამწვარი ავტომანქანების რიცხვი 23%-ით გაიზარდა, ხოლო დაპატიმრებული ადამიანების — 68%-ით, აზუსტებს რუსული საინფორმაციო სააგენტო ”რია ნვოსტი”.
”პოლიციის სრულად მობილიზებულმა ძალებმა, კერძოდ ”ვიჟიპირატის” (საფრანგეთში ტერორისტული საფრთხის დონის შესახებ საგანგაშო ცნობის გავრცელების ეროვნული სისტემა) სისტემის ფარგლებში, ასეთი უწესრიგობის წინააღმდეგ სრული შეუგუებლობა გამოავლინეს”, — აცნობა სააგენტო ”ფრანს პრესს” სამინისტროს წარმომადგენელმა.
საფრანგეთში ბასტილიის აღების დღე 14 ივლისს აღინიშნება. ამ დღეს, 1789 წელს აიღეს ბასტილიის ციხესიმაგრე. ეს დღე საფრანგეთის დიდი რევოლუციის დაწყების დღედ ითვლება.
საფრანგეთში მთელი დღის განმავლობაში საზეიმო ღონისძიებები გაიმართა, საღამოს პარიზში, მარსის მინდორზე, ეიფელის კოშკთან კონცერტი გაიმართა, რომელიც ტრადიციული ფერადოვანი სალუტით დასრულდა.