მარგველაშვილმა უსაფრთხოების სამსახურს დამოუკიდებლობა დაუბრუნა

საქართველოს პრეზიდენტის სასახლე ავლაბარში
საქართველოს პრეზიდენტის სასახლე ავლაბარში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი სამსახურის მოღვაწეობის ძირითადი მიმართულება სახელმწიფო უსაფრთხოების, კონსტიტუციური წყობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, საქართველოს სამეცნიერო-ეკონომიკური და სამხედრო პოტენციალის დაცვა იქნება

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხელი მოაწერა პარლამენტის მიერ დამტკიცებულ კანონპროექტს შსს-ს რეფორმირების და სახელმწოფო უსაფრთხოების ცალკე სამსახურის შექმნის თაობაზე, ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა იურიდიულ საკითხებში კახა კოჟორიძემ ოთხშაბათს, 15 ივლისს განაცხადა. 

 კანონპროექტის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 1 აგვისტოდან კვლავ დამოუკიდებელი გახდება, როგორც ეს იყო პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ 2004 წელს ჩატარებულ შსს-ს რეფორმამდე. 

 „პრეზიდენტი თვლის, რომ ეს პირველი, მაგრამ არა საკმარისი ნაბიჯია. რეფორმები უნდა გაგრძელდეს სწრაფად, მაგრამ კარგად გააზრებულად“,- განაცხადა კოჟორიძემ ბრიფინგზე. 

 ახალი კანონი „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის  შესახებ“, ასევე შესწორება 60-მდე სხვადასხვა კანონში, პარლამენტის მიერ გასულ კვირას იქნა მიღებული. 

 ახალი სამსახურის მოღვაწეობის ძირითადი მიმართულება სახელმწიფო უსაფრთხოების, კონსტიტუციური წყობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, საქართველოს სამეცნიერო-ეკონომიკური და სამხედრო პოტენციალის დაცვა იქნება საზღვარგარეთ ქვეყნების სპეციალური სამსახურების და ცალკეული პირების  კანონსაწინააღმდეგო  ქმედებებისგან; ხელისუფლების და  სახელმწიფოს კონსტიტუციური სისტემის ძალადობრივი, არაკონსტიტუციური გზით შეცვლის მცდელობის გამოვლენა და დაცვის უზრუნველყოფა.

 სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მთავრობას დაემორჩილება, მაგრამ ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტის წინაშე.

 მას ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი კანდიდატი უხელმძღვანელებს, რომელსაც პარლამენტი 6 წლის ვადით დაამტკიცებს. 

 

,

ყველა ახალი ამბავი
0