მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

შვეიცარულ SGS-თან საქართველოს საზღვრის მონიტორინგზე მალე კონტრაქტი გაფორმდება

© photo: Sputnik / Vladimir Ivanov / გადასვლა მედიაბანკშისასაზღვრო გამშვები პუნქტი "ზემო ლარსი"
სასაზღვრო გამშვები პუნქტი ზემო ლარსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენლებმა კონტრაქტი უნდა გააფორმონ შვეიცარულ კომპანია SGS - თან, რომელმაც უნდა გააკონტროლოს ტვირთების ნაკადი საქართველო-რუსეთის საზღვარზე, მათ შორის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მონაკვეთებზე.

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. მიღწეულია შეთანხმება აგვისტოში შეხვედრის გამართვაზე, რომელზეც შესაძლოა შეიქმნას საქართველო-რუსეთის საზღვარზე საქონელბრუნვის მონიტორინგის საკითხების კომიტეტი, ამის შესახებ საქართველოს პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ 15 ივლისს, ოთხშაბათს განაცხადა. 

 15 ივლისს, პრაღაში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინსა და საქართველოს პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძეს შორის გამართული მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის განხილვის ერთ-ერთი თემა ეს საკითხიც იყო.

 „მიღწეულია საკმაოდ სერიოზული შეთანხმება იმის თაობაზე, რომ აგვისტოში უკვე სამუშაო შეხვედრა გაიმართება შვეიცარიაში, სადაც ალბათ უკვე შეიქმნება შესაბამისი ერთიანი კომიტეტი. გაფორმდება კონტრაქტები შვეიცარულ კომპანიასთან, და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ეს პროექტი ამოქმედდება. მხედველობაში მაქვს 2011 წელს ხელმოწერილი შეთანხმება რუსეთსა და საქართველოს შორის“ — განუცხადა აბაშიძემ ქართველ ჟურნალისტებს. 

  ორმხრივ შეთანხმებას, საბაჟო ადმინისტრირებისა და  საქონელბრუნვის მონიტორინგის მექანიზმის ძირითადი პრინციპების შესახებ, საქართველოსა და რუსეთს შორის, ხელი 2011 წლის 9 ნოემბერს ჟენევაში მოეწერა. მხარეებმა მოილაპარაკეს შექმნილიყო მექანიზმი, რომელიც შედგება საერთაშორისო მონიტორინგის სისტემისა და მონაცემთა გაცვლის ელექტრონული სისტემისაგან. 

 ერთიან კომიტეტში, რომელიც შეხვედრებს ჟენევაში გამართავს, შევლენ საქართველოს, რუსეთისა და შვეიცარიის წარმომადგენლები. თუმცა, მანამდე საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენლებმა კონტრაქტი უნდა გააფორმონ  კომპანია SGS — თან, რომელმაც უნდა გააკონტროლოს ტვირთების ნაკადი საქართველო-რუსეთის საზღვარზე, მათ შორის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მონაკვეთებზე.


ყველა ახალი ამბავი
0