კარასინი: ემოციებმა ხელი არ უნდა შეუშალოს საქართველოსთან სიტუაციის ნორმალიზებას

© RIA Novostiგრიგორი კარასინი
გრიგორი კარასინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
15 ივლისს, პრაღაში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინსა და საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძეს შორის გამართული მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის განხილვის მთავარი თემა - ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვართან შექმნილი ვითარება იყო.

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგორი კარასინმა „ემოციური აფეთქება“ უწოდა საპროტესტო აქციებს, რომელიც ქართველმა ჟურნალისტებმა და ადგილობრივმა  მცხოვრებლებმა ცხინვალის რეგიონისა და საქართველოს დანარჩენი ტერიტორიის ადმინისტრაციულ საზღვართან გამართეს. 

 ქართველმა ჟურნალისტებმა და ადგილობრივმა მცხოვრებლებმა სამშაბათს, საპროტესტო აქცია მოაწყვეს, ქართული მხარის მიერ არაკონტროლირებადი სოფლების —  გორის რაიონის სოფელ წითელუბნისა და ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის ტერიტორიაზე, „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერების განთავსების გამო. ისინი იქვე მდებარე სოფელ ხურვალეთში შეიკრიბნენ, მოგლიჯეს ერთ-ერთი ბანერი და ქვებით ჩაქოლეს.

 „პოლიტიკურმა და ემოციურმა ინტრიგებმა, რომლებიც დრო და დრო იჩენენ თავს, ხელი არ უნდა შეუშალონ ურთიერთობათა განვითარებას. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ამ ტიპის ემოციურმა აფეთქებებმა ხელი არ შეუშალონ ქართულ-რუსული ურთიერთობების ნორმალიზებას“, განუცხადა ქართველ ჟურნალისტებს კარასინმა პრაღაში.

 მისი თქმით, „საზღვარი“ არ შეცვლილა, ხოლო პროვოკაციებს ის ძალები აწყობენ, რომელთაც საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების დაძაბვა სურთ. 

 15 ივლისს, პრაღაში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინსა და საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძეს  შორის გამართული მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის განხილვის მთავარი თემა — ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვართან შექმნილი ვითარება იყო. 

ყველა ახალი ამბავი
0