კარასინი: რაღაც ძალები რუსეთთან ურთიერთობების დარეგულიების წინააღმდეგი არიან

© photo: Sputnik / Владимир Федоренко / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსი დიპლომატის თქმით, პროვოკაციები არ არის ურთიერთობების დარეგულირების სურვილის მაჩვენებელი, თუმცა რუსეთს მაინც უნდა საქართველოსთან ნორმალური ურთიერთობები.

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. საქართველოში არიან ძალები, რომლებიც კატეგორიული წინააღმდეგი არიან რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების, განაცხადა ოთხშაბათს, 15 ივლისს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა, ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვართან მიმდინარე აქციის კომენტირებისას. 

 ქართველმა ჟურნალისტებმა და ადგილობრივმა მცხოვრებლებმა სამშაბათს, საპროტესტო აქცია მოაწყვეს ქართული მხარის მიერ არაკონტროლირებადი სოფლების წითელუბნისა და ორჭოსანის ტერიტორიაზე, სადაც „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერები იქნა განთავსებული. 

 „აღადგინეს ყველა სასაზღვრო ნიშნები, რომლებიც იქ იყო 8 აპრილამდე, მაგრამ ისინი ისევ მოხსნეს. შესაბამისად თბილისში მოქმედებს ძალები, რომელთაც კატეგორიულად არ უნდათ ურთიერთობების ნორმალიზება რუსეთთან, სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან და იყენებენ ყველა შესაძლებლობას ამისათვის“, განუცხადა კარასინმა ქართულ ტელეარხებს პრაღაში. 

 მისი თქმით, პროვოკაციები არ არის ურთიერთობების დარეგულირების სურვილის მაჩვენებელი, თუმცა რუსეთს მაინც უნდა საქართველოსთან ნორმალური ურთიერთობები. „ჩვენ გვეყოფა მოთმინება და განვაგრძობთ კურსს ნორმალიზაციისაკენ“ — აღნიშნა კარასინმა. 

 თბილისმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის მიერ აფხაზეთიას და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ 2008 წლის აგვისტოში გაწყვიტა. საქართველოს ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომლებიც ხელისუფლებაში 2012 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოვიდნენ, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტად რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ნორმალიზაცია დაასახელეს, თუმცა არა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის ხარჯზე.

ყველა ახალი ამბავი
0