მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ნიკ კეივის ვაჟი კლდიდან ჩამოვარდნის შედეგად გარდაიცვალა

© photo: Sputnik / Evgeniya Novozhenina / გადასვლა მედიაბანკშინიკ კეივი
ნიკ კეივი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნიკ კეივის 15 წლის ვაჟი ბრაიტონში კლდის ძირას იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, მოზარდი გარდაიცვალა.

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. ბრიტანეთში ოჯახთან ერთად მცხოვრები, წარმოშობით ავსტრალიელი მუსიკოსის, ნიკ კეივის ვაჟი ბრაიტონში კლდიდან ჩამოვარდნის შედეგად გარდაიცვალა, იუწყება ტელერადიოკორპორაცია „ბიბისი“ სუსექსის საგრაფოს პოლიციაზე დაყრდნობით. 

როგორც „რია ნოვოსტი“ წერს, მოზარდი სამშაბათს იპოვეს და მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

მუსიკოსი და მისი მეუღლე სუზი ადასტურებენ  15 წლის ვაჟის დაღუპვის ფაქტს. „ჩვენი არტური სამშაბათს საღამოს გარდაიცვალა. ის არაჩვეულებრივი, მოსიყვარულე ბიჭი იყო“, — ციტირებს „ბიბისი“ კეივების წყვილს. 

ნიკ კეივი ცნობილია არა მხოლოდ როგორც მსოფლიო როკის ერთ–ერთი ლეგენდა, არამედ როგორც კომპოზიტორი, მსახიობი, პოეტი და მწერალი. 2014 წელს გამოვიდა ფილმი 57 წლის მომღერლის წარმოსახვით დღეზე სახელწოდებით „20 000 დღე დედამიწაზე“ (20,000 Days on Earth). 


ყველა ახალი ამბავი
0