მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ათენში დახმარების პროგრამის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა

© photo: Sputnik / Yuri Somov / გადასვლა მედიაბანკშიათენი
ათენი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხისტი ეკონომიკის ზომების მოწინააღმდეგეებმა ათენის ცენტრში მარშით გაიარეს. აქციის მონაწილეებს ხელში პლაკატები ეკავათ, რომლის საშუალებითაც დემონსტრანტებმა განაცხადეს, რომ საბერძნეთისთვის სავარაუდო დახმარების პროგრამას არ ეთანხმებიან.

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. ათენის საპროტესტო აქციაში რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობდა, ისინი ბერძნული ეკონომიკის დახმარების პროგრამის წინააღმდეგ გამოდიან. ამის შესახებ სააგენტო ”როიტერის” ინფორმაციაზე დაყრდნობით რუსული საინფორმაციო სააგენტო ”რია ნოვოსტი” იუწყება.

ხისტი ეკონომიკის ზომების მოწინააღმდეგეებმა ათენის ცენტრში მარშით გაიარეს. აქციის მონაწილეებს ხელში პლაკატები ეკავათ, რომლის საშუალებითაც დემონსტრანტები საბერძნეთისთვის სავარაუდო დახმარების პროგრამას აპროტესტებდნენ. ”არა ევროკავშირის, ევროპის ცენტრალური ბანკისა და მსოფლიო სავალუტო ფონდის პოლიტიკას” – ეწერა ერთ-ერთ პლაკატზე. სააგენტოს ინფორმაციით, აქციაში რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობდა, დღის მეორე ნახევარში ქალაქში სხვა საპროტესტო აქციებიც იგეგმება.

ევროზონის ქვეყნების ლიდერებმა ორშაბათს საბერძნეთის დახმარების პროგრამაზე ერთსულოვან გადაწყვეტილებას მიაღწიეს. ევროსაბჭოს თავმჯდომარე დონალდ ტუსკი აცხადებდა, რომ სერიოზული რეფორმებისა და ფინანსური მხარდაჭერის პირობებში, საბერძნეთისთვის სტაბილურობის ევროპული მექანიზმის პროგრამის ასამოქმედებლად ყველაფერი მზადაა. გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განმარტებით, დახმარების პროგრამა სამი წლის განმავლობაში 86 მილიარდი ევროს გამოყოფას ითვალისწინებს.

ოთხშაბათს, საბერძნეთის პარლამენტმა უნდა განიხილოს კანონპროექტი ”სასწრაფო ზომები მხარდაჭერის ევროპულ მექანიზმთან (ESM) მოლაპარაკებების ჩატარებისა და შეთანხმების დადებისთვის”, რომელიც პარლამენტს ევროზონის სამიტის გადაწყვეტილების შესაბამისად წარედგინა. კანონპროექტში არის ფინანსურ ზომებსა და სოციალურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული დებულებები. კანონპროექტის მიღება საბერძნეთის ბანკებისთვის ლიკვიდურობის წარდგენის განახლებისა და ბერძნული ეკონომიკის გადარჩენისთვის ახალი დახმარების პროგრამის დაწყების პირობაა. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0