საქართველომ რუსეთს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა

© photo: Sputnikსაქართველოს დროშა
საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართულმა მხარემ შვეიცარიის ელჩს, რომელიც საქართველოს ინტერესებს წარმოადგენს რუსეთში და პირიქით, 2015 წლის 10 ივლისს რუსეთის ფედერაციის მიერ სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული საზღვრთის სიახლოვეს აღმართული ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერების უკანონოდ განლაგების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შვეიცარიის მხარეს ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვარზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საპროტესტო ნოტა გადასცა, იუწყება ოთხშაბათს, 15 ივლისს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და კომუნიკაციის დეპარტამენტი.

ქართულმა მხარემ შევიცარიის ელჩს, რომელიც წარმოადგენს საქართველოს ინტერესებს რუსეთში და პირიქით, 2015 წლის 10 ივლისს რუსეთის ფედერაციის მიერ სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული საზღვრთის სიახლოვეს აღმართული ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერების უკანონოდ განლაგების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.

ბანერები გორის რაიონის სოფელი წითელუბნის და ოკუპირებული ახალგორის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს აღმართეს.

”ქართულმა მხარემ დაგმო რუსეთის პროვოკაციული ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს ადგილზე ვითარების დესტაბილიზაციას”, — აღნიშნულია განცხადებაში.

ბეხლერმა, თავის მხრივ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ეს ქმედება არ არის უბრალო ნაბიჯი და მას შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0