მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

იაპონიაში ძლიერი სიცხეების გამო შვიდი ადამიანი გარადიცვალა

© photo: Sputnik / Vladimir Pesnya / გადასვლა მედიაბანკშიტოკიო
ტოკიო - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, იაპონიის საავადმყოფოში სითბური დარტყმის გამო 726 ადამიანი მოხვდა. ტოკიოში ჰაერის ტემპერატურა 36 გრადუსს აღწევს.

თბილისი, 15 ივლისი – Sputnik. გასული დღე–ღამის განმავლობაში, შვიდი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 726–ზე მეტი საავადმყოფოში მოხვდა სითბური დარტყმის გამო, რომელიც იაპონიის უმეტეს ტერიტორიაზე გავრცელებულმა გაუსაძლისმა სიცხეებმა გამოიწვია, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“. 

მოსახლეობის ნაწილი – 70 წელს გადაცილებული ადამიანები ჰოსპიტალიზებულია, რომელთაგანაც რვა მათგანი უგონო მდგომარეობაშია, იუწყება ტელეარხი NHK.

მეტეოროლოგები ხალხს კონდიციონერების გამოყენებას, ქუჩაში მცირე დროის გატარებასა და რეგულარულად სასმელი წყლის მიღებას ურჩევენ.

იაპონიის რიგ ქალაქებში უკვე მეოთხე დღეა ხელისუფლება მოსახლეობას გაუსაძლისი მაღალი ტემპერატურის შესახებ აფრთხილებს. რიგ პრეფექტურებში ჰაერის ტემპერატურამ –37გრადუსს მიაღწია. ფუკუსიმაში, კობეში, საგასა და სხვა ქალაქებში ჰაერის ტემპერატურა 35–36 გრადუსი იყო, ხოლო ტოკიოში, ოსაკასა და კიოტოში – 33–34 გრადუსი.

მეტეოროლოგები ხალხს კონდიციონერების გამოყენებას, ქუჩაში მცირე დროის გატარებასა და რეგულარულად სასმელი წყლის მიღებას ურჩევენ.

გარდა ამისა, სამხრეთიდან იაპონიის კუნძულებს ტაიფუნი „ნანკა“ უახლოვდება. შესაბამის სამსახურები ძლიერ წვიმასა და ქარბორბალას პროგნოზირებენ. სინოპტიკოსები გადაუღებელი წვიმების შედეგად მეწყერული პროცესების საშიშროებას ხედავენ.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0