მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ერაყის ხელისუფლებამ რეკორდული სიცხის გამო 16 ივლისი უქმე დღედ გამოაცხადა

© photo: Sputnik / Олег Ласточкин / გადასვლა მედიაბანკშიერაყი
ერაყი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მინისტრთა საბჭოს გენერალური სამდივნო, ტემპერატურის მკვეთრი მატების გამო, რომელმაც რიგ პროვინციებში უკვე 50 გრადუსს გადააჭარბა, 2015 წლის 16 ივლისს, ხუთშაბათს უქმე დღედ აცხადებს, იუწყება ერაყის მთავრობა.

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. ერაყის მთავრობამ რეკორდული სიცხის გამო 16 ივლისი ოფიციალურად უქმე დღედ გამოაცხადა, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო ”რია ნოვოსტი”.

”მინისტრთა საბჭოს გენერალური სამდივნო, ტემპერატურის მკვეთრი მატების გამო, რომელმაც რიგ პროვინციებში უკვე 50 გრადუსს გადააჭარბა, 2015 წლის 16 ივლისს, ხუთშაბათს უქმე დღედ აცხადებს”, — აღნიშნულია ერაყის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე.

მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჰასან ალ–ჯანაბიმ ერაყის ახალი ამბების სააგენტოსთან საუბრისას განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება, გარდა ბანკებისა და სამართალდამცავი ორგანოებისა, ყველა სახელმწიფო დაწესებულებას ეხება.

50 გრადუსიანი სიცხე ქვეყანაში ორიოდე დღის წინ დაფიქსირდა. ტემპერატურა, სავარაუდოდ, პარასკევს ან შაბათს დაიწევს.

 

ყველა ახალი ამბავი
0