საქართველოს პოლიციამ 50 ათასზე მეტი კოლოფი თამბაქოს კონტრაბანდა აღკვეთა

© photo: Sputnikპოლიცია
პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ავტობუსის ჩხრეკისას, რომელსაც დაკავებული მართავდა, დიდი ოდენობით თამბაქოს ნაწარმი - 50984 კოლოფი სიგარეტი ამოიღეს.

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელიც თურქეთში 50 ათას 984 კოლოფი სიგარეტის უკანონოდ გადატანას ცდილობდა, იუწყება ოთხშაბათს, 15 ივლისს შს სამინისტროს პრეს-სამსახური.

1960 წელს დაბადებული გიორგი ლ. ვალეს სასაზღვრო–გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

”სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა დაკავებულის მართვის ქვეშ მყოფი ავტობუსის ჩხრეკისას, დიდი ოდენობით თამბაქოს ნაწარმი — 50984 კოლოფი სიგარეტი ამოიღეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი ლ. საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, თამბაქოს ნაწარმის საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში უკანონოდ გადატანას ცდილობდა”, — განაცხადეს პრეს-სამსახურში.

გამოძიება დაწყებულია სსსკ-ის 19-214-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევა), რაც სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 


ყველა ახალი ამბავი
0