თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. გერმანიის ახალმა ელჩმა საქართველოში ბეტინა კადენბახმა (Bettina Cadenbach) საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს რწმუნებათა სიგელები გადასცა, იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაცია ოთხშბათს, 15 ივლისს.
„შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. მხარეებმა საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული ურთიერთობა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბარი ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის საკითხებსაც შეეხო“, – ნათქვამია განცხადებაში.
მარგველაშვილმა ახალ ელჩს წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
კადენბახმა გერმანიის ელჩის თანამდებობაზე ორთვინ ჰენიგი (Ortvin Henig) შეცვალა, რომელიც დიპლომატიურ მისიას 2010 წლიდან ხელმძღვანელობდა.