ენერგეტიკის სამინისტრომ ჰესის მშენებლობაზე კონკურსი გამოაცხადა

© photo: Sputnik / Александр Макаров / გადასვლა მედიაბანკშიჰესი
ჰესი - Sputnik საქართველო
გამოწერა
"მესტიაჭალა 1 ჰესის" დადგენილი სიმძლავრე 23,7 მგვტ–ს შეადგენს, ელექტროენერგიის წლიური გამომუშავება — 103,5 მლნ კვსთ–ს, ხოლო სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება — 34,2 მლნ აშშ დოლარს.

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. ენერგეტიკის სამინისტრომ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, მდინარე მესტიაჭალაზე ასაშენებელი „მესტიაჭალა 1 ჰესის“ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარების, მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების მიზნით, კონკურსი გამოაცხადა. კონკურსი კომპანია „სვანეთი ჰიდროს“ განაცხადის საფუძველზე გამოცხადდა, იუწყება ენერგეტიკის სამინისტრო. 

ინფორმაციის თანახმად, "მესტიაჭალა1 ჰესის" აშენებით დაინტერესებულმა პირებმა შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ სამინისტროში. განაცხადების მიღება 2015 წლის 7 აგვისტოს 18:00 საათზე დასრულდება. 

"მესტიაჭალა 1 ჰესის" დადგენილი სიმძლავრე 23,7 მგვტ–ს შეადგენს, ელექტროენერგიის წლიური გამომუშავება — 103,5 მლნ კვსთ–ს, ხოლო სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება — 34,2 მლნ აშშ დოლარს. 


ყველა ახალი ამბავი
0