მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ეთიოპიაში გაემგზავრა

© photo: Sputnik / А. Соломонов / გადასვლა მედიაბანკშიქალაქ ადის-აბებას პანორამა
ქალაქ ადის-აბებას პანორამა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პლენარულ შეხვედრაზე გლობალური განვითარებისთვის შემუშავდება მომდევნო 15 წლის პერიოდში განსახორციელებელ ღონისძიებათა გეგმა, რომელიც ათასწლეულის განვითარების მიზნების (MDG) დასრულების შემდეგ ამოქმედდება.

თბილისი, 14 ივლისი — — Sputnik. ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური სამუშაო ვიზიტით ეთიოპიის ფედერალურ დემოკრატიულ რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც 13-16 ივლისს, ქ. ადის-აბებაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ორგანიზებით დაფინანსების განვითარების მესამე საერთაშორისო კონფერენცია (Third International Conference on Financing for Development) იმართება. 

 ღონისძიება გაეროს მიერ არის ორგანიზებული, იტყობინება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური.

 კონფერენციის მიზანია, საერთაშორისო თანამეგობრობამ სახელმწიფო, სამოქალაქო სექტორების და ფინანსური წრეების თანამშრომლობით მოიძიოს მეტი რესურსი მდგრადი განვითარების დაფინანსების, მსოფლიოში უკიდურესი სიღარიბის შემცირების უზრუნველსაყოფად და ყოვლისმომცველი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად. 

 პლენარულ შეხვედრაზე გლობალური განვითარებისთვის შემუშავდება მომდევნო 15 წლის პერიოდში განსახორციელებელ ღონისძიებათა გეგმა, რომელიც ათასწლეულის განვითარების მიზნების (MDG) დასრულების შემდეგ ამოქმედდება. 

 კონფერენციაში მონაწილეობენ სახელმწიფო მეთაურები, ფინანსთა და საგარეო საქმეთა მინისტრები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები. 

 კონფერენციის მონაწილეები მსჯელობენ ერთიანი ფინანსური სტრატეგიის შემუშავებაზე, რათა მდგრადი განვითარების მისაღწევად გაძლიერდეს სახელმწიფოთა შიდა რესურსები, ადგილობრივი და საერთაშორისო კერძო სექტორების ფინანსები, დონორთა დახმარება, ხელი შეეწყოს საერთაშორისო ვაჭრობას, როგორც განვითარების ერთ-ერთი მამოძრავებელ ძალას, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების და ინოვაციური პროექტების დანერგვას, რომელიც ასევე ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ყურადღება ასევე დაეთმობა საგარეო ვალისა და მისი დასაშვები მოცულობის საკითხებს. 

 გაერო-ს ორგანიზებით, დაფინანსების განვითარების საერთაშორისო კონფერენცია ორჯერ — 2002 და 2008 წლებში გაიმართა და გლობალურ განვითარებასთან დაკავშირებულ ეკონომიკურ პრობლემებსა და მსოფლიო ფინანსური კრიზისის გავლენის საკითხებს მიეძღვნა. 

 წელს კონფერენციაზე მიღებული გადაწყვეტილებები საფუძვლად დაედება 2015 წლის მდგრადი განვითარების გეგმას (Sustainable Development Agenda), რომლის 

მიღებაც მიმდინარე წლის 25-27 სექტემბერს, ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის სამიტზე იგეგმება. 


ყველა ახალი ამბავი
0