მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

საქართველოს აგრარული სექტორის პროექტები განიხილეს ჩინეთში

© photo: Sputnik / Artur Aleksandrov / გადასვლა მედიაბანკშიჩინეთი. აკრძალული ქალაქი
ჩინეთი. აკრძალული ქალაქი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული ღვინო, ხშირადაა წარმოდგენილი გამოფენებსა და ბაზრობებზე, რომელიც ჩინეთის სხვადასხვა პროვინციაში ტარდება. გარდა ამისა, საქართველოს ყავს სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც ჩინეთში ქართულ ღვინოს უწევს პოპულარიზაციას.

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. აგრარულ სექტორში ერთობლივი პროექტების რეალიზაციის პერსპექტივები განიხილეს საქართველოსა და ჩინეთის სოფლის მეურნეობის მინისტრებმა — ოთარ დანელიამ და ჰან ჩანგფუმ. 

 საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ჩინეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის ჰან ჩანგფუს მიწვევით პეკინში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება

 მინისტრმა ჩინელ კოლეგასთან შეხვედრაზე დარგის საექსპორტო პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება. შეხვედრაზე ჰან ჩანგფუმ აღნიშნა, რომ საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრებს თანამშრომლობის ზუსტად გაწერილი განრიგი აქვთ, რაც საქართველოსთვის მეჩაიეობისა და მეაბრეშუმეობის დარგში, ასევე, საირიგაციო ტექნიკის წარმოებაში ჩინეთის გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს.

 ოთარ დანელიას განცხადებით, იმ გარემოებათა გათვალისწინებით, რომ ორი ქვეყანა მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის ფარგლებში თანამშრომლობს და ჩინეთი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულშია, სოფლის მეურნეობის მინისტრების შეხვედრას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. 

 „გვინდა ქართულმა ღვინომ სათანადო ადგილი დაიკავოს ჩინეთის უმსხვილეს ბაზარზე. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტო აქტიურად მუშაობს ჩინეთის ბაზრის ათვისების კუთხით. ქართული ღვინო, სააგენტოს ხელშეწყობით, ხშირადაა წარმოდგენილი გამოფენებსა და ბაზრობებზე, რომელიც ჩინეთის სხვადასხვა პროვინციაში ტარდება. გარდა ამისა, გვყავს სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც ჩინეთში ქართულ ღვინოს უწევს პოპულარიზაციას.  დარწმუნებული ვარ, ქართულ ღვინოზე  მოთხოვნა გაიზრდება და საქართველოსა და ჩინეთდს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება“,- განაცხადა ოთარ დანელიამ.

 მინისტრებმა შეხვედრაზე ორი ქვეყნის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ აგრარული დარგის განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია მცენარეთა და ცხოველთა გენეტიკური რესურსების დაცვა, ახალი ჯიშების შექმნა და დანერგვა, ასევე, მოსავლის აღებისა და  შემდგომი დაბინავებისთვის სათანადო ინფრასტრუქტურის შექმნა, რაც ხელს შეუწყობს დანაკარგის შემცირებას და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას. 


ყველა ახალი ამბავი
0