თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა ბეთინა ქადენბახმა (Bettina Cadenbach) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს თამარ ბერუჩაშვილს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური 14 ივნისს, სამშაბათს იტყობინება.
თამარ ბერუჩაშვილმა გერმანელ დიპლომატს მიულოცა ახალ თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში. ამასთან, მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორისჩამოყალიბებულ მჭიდრო მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს ისევე, როგორც უკვე არსებული თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით გაღრმავების აუცილებლობას.
ამ კონტექსტში ასევე აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების, 2017 წელს საქართველო-გერმანიის მეგობრობის სათანადო დონეზე აღნიშვნისა და 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს მონაწილეობის განსაკუთრებული მნიშვნელობა.
ორმხრივი ურთიერთობების გარდა, საუბარი, ასევე, შეეხო რუსეთის ფედერაციის მიერ ბოლო დღეებში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებს, ზოგადად ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის აქტუალურ საკითხებს.